მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ახალი სკანდალური კადრების არსებობის შესახებ საუბრობს, _აღნიშნულის შესახებ კბილაშვილმა ,, P.S "_თან საუბარში განაცხადა. როგორც კბილაშვილმა განმარტა მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
,,ჩვენ ვიხილეთ ცოცხები საპყრობილეში, ჩვენ ვიხილეთ, ჰომოსექსუალური შანტაჟის საშუალებები, თუმცა ჩვენ გვაქვს უამრავი სხვადასხვა ინფორმაცია და მონაცემები რომლის უბრალო გაფიქრება ადამიანს შეზარავს. წარმოიდგინეთ, როდესაც პატიმარს აყურებინებენ მისი ოჯახის წევრის გაუპატიურებას, წარმოიდგინეთ შემთხვევა როდესაც ადამიანს ყელამდე მიწაში ფლავენ და მის თავზე ბუნებრივ მოთხოვნებს იკმაყოფილებენ", -განაცხადა კბილაშვილმა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ცოტა ხნის წინ, ვიდეომასალა გაავრცელა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მეგის ქარდავას დავალებით პოლიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნილ მამაკაცებზე. ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი ცხოვრების პირადი ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც კომპრომაციის მუქარით მათ აშანტაჟებდნენ და აიძულებდნენ ფარულ თანამშრომლობას.ამასთან საია-ს შეფასებით, პროკურატურისა და მედია-საშუალებების მიერ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა მოხდა. ამის შესახებ საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელშიც ასოციაცია მთავარი პროკურატურის მიერ 2013 წლის 14 იანვარს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო-მასალების გავრცელების ფაქტს ეხმაურება და მზადაა იმ პირებს, რომელთა იდენტიფიცირება გავრცელებული ვიდეო-მასალით შესაძლებელი გახდა, შესაბამისი იურიდიული მომსახურება აღმოუჩინოს (ანონიმურობის სრული დაცვით) და მათ სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ.