ყოფილი შემოსავლების სამსახურის უფროსის ჯაბა ებანოიძის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს შეფარდების შესახებ არ გაასაჩივრებს.
,,ჯაბა ებანოიძე დაკითხვაზე რამდენჯერმე იყო, თანამშრომლობდა გამოძიებასთან და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გამოყენების არანაირი საჭიროება არ იყო. სასამართლოზე დავაყენეთ შუამდგომლობა გირაოს 100 ლარის შეფარდების შესახებ. თუმცა მოსამართლემ აიღო შუალედი და ჯაბა ებანოიძეს 300 000-ლარი გირაო შეუფარდა", -განაცხადა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესზე ებანოიძის ადვოკატი აყენებდა შუამდგომლობას მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს 10 000-ლარის შეფარდების შესახებ თუმცა ებანოიძეს სასამართლომ 30 -ლარიანი გირაო შეუფარდა.