იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც ადეიშვილის ადვოკატმა განმარტა წინასასამართლო სხდომა 7 მარტს ჩაინიშნა.
,,გუშინდელი პროცესით ბატონ ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. წინასასამართლო სხდომა შვიდ მარტს ჩაინიშნა" , _ განაცხადა ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა ირაკლი გრძელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,ბანკ ქართუს" გაკოტრების სქემასთან დაკავშირებით სასამართლომ ზურაბ ადეიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.