თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართუ ბანკის" საქმეზე ბრალდებულებს, შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროს ჯაბა ებანოიძეს, ამავე სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსნებს ოთარ აგლაძეს, მამუკა ლაშხიას, რომან ჩხენკელს და ძველი თბილისის რაიონის გამგებელ ნიკოლოზ მელიას გირაო შეუფარდა.
კერძოდ, ებანოიძეს 30 ათასი ლარის, მელიას 25 ათასი ლარის, აგლაძესა და ლაშხიას 8-8 ათასი, ხოლო ჩხენკელს - 15 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.
რაც შეეხება საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულ, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, მას სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა, რადგან ის ქვეყანაში არ იმყოფება.
მომდევნო სასამართლო პროცესი 7 მარტს ჩაინიშნა.