საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ვლადიმერ ბედუკაძის სასამართლოსათვის წარდგენის თაობაზე უკვე მიმართა.
"ბრალდების მხარე მხარს დაუჭერს მისთვის შეფარდებული საპატიმრო ღონისძიების გირაოთი შეცვლას. მთავარმა პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ის გარმოება, რომარსებითად შეიცვალა მის მიმართ პატიმრობის ძალაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი. ვლადიმერ ბედუკაძე თავად დაბრუნდა ქვეყანაში გამოძიებასთან თანამშორმლობის მიზნით, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა უკვე მიიღო მისგან ვრცელი ჩვენება სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების სკანდალური კადრებისა და სასჯელაღსრულების სისტემაში გავრცელებული და განხორციელებული სისტემური ძალადობებისა და კონკრეტული დანაშაულების შესახებ", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.