"ერთს ვიტყვი მხოლოდ, ვთვლი, რომ ჟვანის სიკვდილი მკვლელობა არ იყო",- განაცხადა ტელეკომპანია „მე-9" არხზე ირაკლი ოქრუაშვილმა. მისი თქმით, მას პროკურატურისთვის ჩვენების მიცემა მოუწებს, ამიტომ დეტალებზე არ ისაუბრებს.
„მაშინ ვიყავი ერთი, დონ კიხოტი, წისქვილებთან მებრძოლი, რომელიც ამ თემებს ამზეურებდა, წმინდა პოლიტიკური შედეგების მიღების თვალსაზრისით. იმისთვის, რომ ხალხს უნდა სცოდნოდა, რა ხდებოდა და ვისთან ჰქონდათ საქმე. დღეს ამ პოლიტიკური შედეგების მიღწევის აუცილებლობა და ალბათობა აღარ არსებობს. შეიცვალა სიტუაცია შეიცვალა. გამოძიების ორგანოები გათავისუფლდნენ პოლიტიკური დაკვეთისაგან და წნეხისაგან. სრულიად თავისუფალნი არიან იმისთვის რომ იურიდიულად დააყენონ შედგები ამ საქმეებზე. ჩემი ცხიეში ყოფნის პოერიოდში იყო ერთი აჟიოტაჟი, ოქროს მოწმე ჩამოვიდაო. მე არანაირი პრეტენზია ასეთ როლზე არ მაქვს. და მე თვითონ არ მსიამოვნებს ამ თემებზე საუბარი იმიტომ, რომ დიდი დრო გა ვიდა. სხვა ტიპის მოტივაცია გამიჩნდა მათთან ურთიერთობაში. სამართალდამცველების წარმომადგენლებთან მქონდა ამ თემაზე საუბარი და ალბათ, მომიწევს ჩვენების მიცემა. ამის გამო ახლა დეტალებზე არ ვისაუბრებ. მე ვთვლი, რომ მკვლელობა არ იყო",- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.