თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას მეუღლე იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს გამოძიებაზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
ანი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ გასულ კვირას მთავარი პორკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მაღალი რანგის პროკურორებს შეხვდა და მათ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის შეკვრა დაავალა, დავალებაზე უარის თქმის შემთხვევაში კი, მათ გარკვეული პასუხისმგებლობით დაემუქრა.
ახალაიას მეუღლე საქმის პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობს და აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის მოადგილე უშუალოდ პრემიერისა და იუსტიციის მინისტრის ბრძანებას ასრულებს.
,,პროკურორებმა მიიღეს მითითება, რომ ჩამოაყალიბონ მწყობრი ლეგენდა და ცრუ დამსმენაზე წამომსვლელი ადამიანების მეშვეობით ჩვენების ფალსიცირება მოხდეს. მთვარი პროკურორის მოადგილემ პროკურორები გააფრთხილა, რომ დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ დაეკისრებოდათ მკაცრი პასუხისმგებლობა ", _განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ახალაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწლით ედება, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების 5-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. მას ასევე ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით ედება, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ასევე 144-ე პრიმა 1 მუხლის მეორე ნაწილის "ბ" "დ" ქვეპუნქტებით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების 9-დან 15-წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან შესაძლოა პროკურატურამ თავდაცვის და შს ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას ახალი ბრალი წაუყენოს, _აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას მთავარმა პროკურორმა განაცხადა.