2013 წლის 18 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შენობაში, 2013 წლის კალენდრის პრეზენტაცია გაიმართა.
კალენდარში მე-20 საუკუნის საქართველოს იძულებითი გასაბჭოების პერიოდის 12 გმირის, მათ შორის, კათალიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას, კოტე აფხაზის, გენერალ მაზნიაშვილის, არქიმანდრიტ პავლე დაშნიანის, მერაბ კოსტავას, ევგენი მიქელაძის და პაოლო იაშვილის მოკლე ისტორიებია წარმოდგენილი, რომლებსაც საფუძვლად საარქივო დოკუმენტური მასალები უდევს.
პრეზენტაციას შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს არქივის უფროსი ომარ თუშურაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.