თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების დავიდ მაიერისა და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.
ბრალდების მხარემ ორივე სისხლის სამართლის საქმეზე მოხსნა წარდგენილი ბრალდებები , კერძოდ, ბრალდებულ დავიდ მაიერის მიმართ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახა და ტარებისათვის, ხოლო ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობისათვის.
სისხლის სამართლებრივი დევნა ასევე შეწყდა მოცემულ საქმეზე ბრალდებულების : იოსებ გიგუაშვილის, ხვიჩა საბაშვილის, გაბრიელ პავლიაშვილის, ზაზა ბეთლემიძის, მალხაზ კაკაშვილის მიმართ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობისა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებისათვის, ხოლო გიორგი გაბროშვილისა და თამაზ ბეგიაშვილის მიმართ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობისათვის.