მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ ამჯერად ახალციხელი სტუდენტები გამოვიდნენ.
ყოფილი პრემიერის პოლიტიკური პარტიის საგარეო კურსი ახალციხის უნივერსისტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქციაზე დაგმეს.
"არ შეიძლება შენი ქვეყნის სისხლით მოპოვებული თავისუფლება აგრესორ ქვეყანას გადასცე", - აცხადებდნენ სტუდენტები.
ზურაბ ნოღაიდელის "რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის" წინააღმდეგ მიმართულ აქციაში სტუდენტების გარდა ადგილობრივი მცხოვრებლებიც მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის წინააღმდეგ სხვადასხვა რაიონის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები თითქმის ყოველდღიურად გამოდიან. ისინი საქართველოს ყოფილ პრემიერს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებენ.