18 იანვრის მონაცემებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან და პრობაციის სამსახურებიდან სასამართლოში შესული ამნისტირებული საქმეების რაოდენობა სულ 31 632-ს შეადგენს. ამის შესახებ ბრიფინგი დღეს უზენაეს სასამართლოში გაიმართა. სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან შესული საქმეების საერთო რაოდენობა განისაზღვრება 17 ათას 377 საქმით. შესაბამისად საშუალოდ 724 საქმე გადანაწილდა პირველი ინსტანციის 24 დიდ სასამართლოზე.
კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში შესულია სულ 8 665 საქმე. მას განიხილავს 40 მოსამართლე. თითოეულ მათგანს საშუალოდ აწერია 216 საქმე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განიხილება სულ 2637 საქმე. საქმეს განიხილავს 9 მოსამართლე. თითოეულ მათგანს საშულაოდ აწერია 293 საქმე. რუსთავის საქალაქო სასამართლოში სულ შესულია 2484 საქმე. საქმეს განიხილავს 8 მოსამართლე. თითოეული განიხილავს საშუალოდ 310 საქმეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სულ განიხილება 2871 საქმე. საქმეს განიხილავს 4 მოსამართლე, თითოეული განიხილავს 718 საქმეს.
როგორც უზენაეს სასამართლოში განმარტეს, შეეცდებიან საქმეები დროულად განიხილონ. Aამ მიზნით პირველი ინსტანციიის მოსამართლეებს მათი სხვა კოლეგიების მოსამართლეები დაეხმარებიან.
აღნიშნული საქმეების პარალელურად მიმდინარე საქმეებიც განიხლება.