დედოფლისწყაროში მომხდარი ჩხუბისას ღამით მამა გაბრიელ ბენინიაძე დაჭრეს. გაშველებისას მას ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენეს. იგი ღამის ორ საათზე დედოფლისწყაროდან თბილისში, ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადმოიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
მამა გაბრიელ ბენიანიძე კისრის არესა და წინა მხარესაა დაჭრილი. მისი მდგომარეობა ამჟამად მძიმე, თუმცა სტაბილურია.
წინასწარი ინფორმაციით იგი მისმა თანაკლასელმა დაჭრა. ეჭვიმატნილი დაკავებულია.