,,მხოლოდ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განსჯადოების გაფართოება საქმეს არ უშველის", _განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ აუცილებელია პარალელურ რეჟიმში მოხდეს დაცვის მახრისა და ბრალდების მხარის თანასწორ პირობებში ჩაყენება.
,,ნაფიც მსაჯულთა უფლებების გაფართოება სამომავლოდ ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ რომ მხოლოდ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განსჯადოების გაფართოვება საქმეს არ უშველის თუ დაცვის მახრე ბრალდების მხარესთან მიმართებაში თანასწორ მდგომარეობაში არ იქნება ჩაყენებული. იქამდე სანამ ქვეყანაში არ იარსებებს კერძო დეტექტიური საქმიანობის მარეგულირებელი კანონი, ვიდრე დაცვის მხარეს შესაძლებლობა არ ექნება მტკიცებულებები მოიპოვოს პროფესიონალი დეტექტივების დახმარებით და არ იქნება თანასწორ მდგომარეობაში ბრალდებისა და პროკურატურის მიმართ, რომლის უკან დგას სახელმწიფო თავისი ინსტიტუტებითა და სამინისტროებით მხოლოდ ნაფიც მსაჯულთა უფლებების გაზრდა საქმეს ვერ უშველის", _განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
შეგახსენებთ, რომ ნაფიც მსაჯულთა უფლებების გაზრდის საკითხს კანონმდებლები დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ. ინიციატივის თანახმად, ფართოვდება ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა და ნაფიცი მსაჯულები იმ საქმეებსაც განიხილავენ, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.