მოდულის შენობაში ძველი თბილის გამგებლის ნიკა მელიას დაკითხვა მიმდინარეობს. მელია დაკითხვაზე ადვოკატ გოგიტა გაბაიძესთან ერთად გამოცხადდა. როგორც ჟურნალისტებთან დაკითხვის დაწყებამდე მელიამ განმარტა იგი დაკითხვაზე იმ 80 მილიონი ლარის გამო დაიბარეს რომლითაც ბიძინა ივანიშვილი მისი აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელობის დროს დაჯარიმეს
,, დაბარებული ვარ 80 მილიონთან დაკავშირებით, რომელიც როგორც იცით, თავაის დროზე კახეთისთვის ჩაირიცხა და მერე პრემიერ- მინისტრის ანგარიშზე უკან გადაირიცხა", _განაცხადა ჟურნალისტებთან ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ დამატებით ინფორმაციას მედიას დაკითხვის შემდეგ მიაწვდის.