კახეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, გურჯაანის რაიონის სოფ. ახაშენში მცხოვრები, 1974 წელს დაბადებული ზვიად ბ. დააკავეს.
2013 წლის 16 იანვარს, სამართალდამცველებმა, გურჯაანი-ყვარელის საავტომობილო გზაზე, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, საბარგულიდან „აკს"-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 129 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აღიძრა, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას გურჯაანის პოლიციის რაიონული სამმართველო აწარმოებს.