მესამე დღეა, რაც 24 წლის თეონა ჩარგაზიას ოჯახის წევრები და ახლობლები უშედეგოდ ეძებენ. იგი 15 იანვარს, დილით სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ოჯახს არ დაკავშირებია.
ოჯახის წევრები გოგონას გაუჩინარებას ახსნას ვერ უძებნიან. თუმცა ისინი აღნიშნავენ, რომ თეონა დეპრესიული ადამიანი იყო.
თეონა ჩარგაზიას სამძებრო სამუშაოებში უკვე პოლიციაც ჩაერთო.