საქალაქო სასამართლოში სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის თენგიზ გუნავას წინასასამართლო სხდომა გაიმართება. სასამართლო პროცესზე გუნავას ადვოკატი გეგმავს დააყენოს შუამდგომლობა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შესახებ.
,,დღეს გამოვცხადდები პროცესზე ჩემს ადვოკატთან ერთად. რამდენიმე მუხლია ჩემს წინააღმდეგ აღძრული სადაც თავს აბსოლუტურად უდანაშაულოდ მივიჩნევ და სასამართლოში გამოჩნდება ობიექტურად რა, როგორ იყო და ყველაფერს პასუხს გავცემ", _განაცხადა გუნავამ.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი პროცესი გუნავას მხრიდან საწვავისა და საწვავის ტალონების მითვისებას ეხება.