ბათუმის დედათა და ბაშვთა ჯანდაცვის ცენტრის ექიმებს ერთ-ერთი პაციენტის ახლობლები უჩივიან.
რუსუდან ფუტკარაძის ოჯახის წევრები მედ-პერსონალს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. საქმე საკეისრო კვეთის შემდეგ ახალშობილის გარდაცვალებას ეხება.
23 წლის რუსუდან ფუტკარაძე საავადმყოფოში სამშობიარო ტკივილებით მიიყვანეს. ექიმმა მას საკეისრო კვეთა გაუკეთეს, რის შემდეგაც ოჯახის წევრებს ბავშვის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს.
თავად ექიმების მტკიცებით, ბავშვი რუსუდან ფუტკარაძის სტაციონალში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო, რაც ეხოსკოპიურმა გამოკვლევამაც დაადასტურა, საკეისრო კვეთა კი დედის სიცოცხლის გადასარჩენად ჩატარდა.
რუსუდან ფუტკარაძის მდგომარეობა სტაბილურია.