კახა კუკავა, მოქალაქე ლელა იაშვილს საჯაროდ ბოდიშს უხდის. ამის შესახებ "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით იგი ძალიან წუხს მოვლენების ამგვარი განვითარების გამო და საჯაროდ ბოდიშს იხდის.
"რაც შეეხება სასამართლო პროცესს იგი ჩვეულებრივად მიმდინარეობს, უშუალოდ მე მასში მონაწილეობას არ ვიღებ, თუმცა ჩემი ადვოკატი პროცესებში ჩართულია", - განაცხადა კუკავამ.