შსს-ს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ფაქტზე, 1995 წელს დაბადებული გიგა ჯ, 1991 წელს დაბადებული ჯაბა ქ. და 1993 წელს დაბადებული სულხან დ. დააკავეს.
დაკავებულებმა, თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ტაქსის მძღოლს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, დანის მუქარით ფული გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები მომხდარიდან ნახევარ საათში დააკავეს.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით აღიძრა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოს II განყოფილება აწარმოებს.