შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, დმანისის რაიონის სოფელ დიდი დმანისის მკვიდრი, 1970 წელს დაბადებული თარიმან მ-ი დააკავეს.
დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა" ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, თარიმან მ-ი დაკავების დროს, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებულის განმარტებით, იგი უკვე 20 წელია ნარკოტიკის მომხმარებელია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.