შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, 1980 წელს დაბადებული, წარსულში 3-ჯერ -ყაჩაღობისათვის, მკვლელობის მცდელობასა და ქურდობისთვის ნასამართლევი მალხაზ ხ. დააკავეს.
2013 წლის 13 იანვარს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მალხაზ ხ-მ, სოფელ შინდისში, დის ოჯახში სტუმრობისას, იარაღით თავის არეში დაჭრა თავისი დის შვილი, 14 წლის ვილემი ს.
დაჭრილი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამჟამად, კრიტიკულად მძიმეა.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) პირველი ნაწილით აღიძრა, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.