პოლიპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ ირაკლი თოფურიძის გარდაცვალების საქმეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეისწავლის, - განაცხადება აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.
"თუ მოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალის მხრიდან არ მიექცა ირაკლი თოფურიძეს სათანადო ყურადღება, შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება",-განაცხადა სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ არსებული ინფორმაციით, ირაკლი თოფურიძეს ციხეში ყოფნისას სამედიცინო პერსონალისთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ირაკლი თოფურიძე გარდაიცვალა.