პოლიტიკური პარტია, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ახალხაზრდა სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების გამო.
როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" დარწმუნებულია რომ შესაძლებლობა, რომ მისცემოდა ახალგაზრდა სპორტსმენი არაერთგზის ასახელებდა საქართველოს.
"სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს და ქართული სპორტის გულშემატკივრებს.
ძალზედ მძიმეა, როდესაც ნოდარის ნაირი ახალგაზრდა და წარმატებული ადამიანები ასე ადრეულად ტოვებენ სიცოცხელეს, დარწმუნებულნი ვართ, იგი საკუთარი პროფესიული წარმატებით კიდევ მრავალგზის ასახელებდა ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზე. ნოდარ ქუმარტაშვილის ხსოვნას უდაოდ შემოინახავს ქართული სპორტის ისტორია", - ნათქვამია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" - ს განცხადებაში.