13 იანვარს, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ირაკლი თოფურიძე გარდაიცვალა, _აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ავრცელებს. როგორც კაკაბაძე განმარტავს ყოფილი პოლიტპატიმრის გარდაცვალების მიზეზი გახდა ის, რომ ის ციხეში არადეკვატურ პირობებში იმყოფებოდა.
გარდაცვლილის ოჯახის ახლობლებიც აცხადებენ, რომ ირაკლი თოფურიძე ციხეში სრულიად ჯანმრთელი შევიდა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი თოფურიძე მუხროვანის ამბოხის ბრალდებით დაკავებული იყო და პატიმრობიდან 13 იანვარს, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.