ორგანიზაციის "ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისთვის" ინიციატივით, დღეს შვეიცარიის საელჩოსთან ვახტანგ კომახიძის მხარდსაჭერი აქცია გაიმართა. აქციაში ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები მონაწილეობდნენ.
"მაესტროს" გენერალური დირექტორის, მამუკა ღლონტის ინიციატივით მომიტინგეებმა შვეიცარიის საელჩოს ვახტანგ კომახიძის მხარდამჭერი პეტიცია გადასცეს. დოკუმენტს ხელს აწერენ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და პოლიტიკოსები.
პეტიციაში ზემოთჩამოთვლილი სუბიექტები შვეიცარიის მთავრობას დახმარებას სთხოვენ. მომიტინგები მოითხოვენ, რომ ჟურნალიტ ვახო კომახიძეს ნება დართონ დაასრულოს ფილმი, ამასთანავე ამ უკანასკნელს შვეიცარიამ პოლიტიკური თავშესაფარი უნდა გამოუყოს.
შეგახსენებთ, რომ კომახიძე ფილმს რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე იღებს.