თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსის მეგის ქარდავასთვის დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდების საკითხზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. როგორც ქარდავას ადვოკატი განმარტავს მისი დაცვის ქვეშ მყოფი წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს.
,,გადმომეცა საქმის მასალები და მინდა მოგახსენოთ, რომ პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადება ქარდავასთან დაკავშირებით განსხვავდება მისი ბრალდებისგან. Qქარდავას ბრალად სულ სხვა რამ აქვს შერაცხული და ტელევიზიის საშუალებით კი პროკურატურის სულ სხვა განცხადება მოვისმინეთ", _განაცხადა მეგის ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა .
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გუშინ საღამოს ვიდეომასალა გაავრცელა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მეგის ქარდავას დავალებით პოლიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე. ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც კომპრომაციის მუქარით მათ აშანტაჟებდნენ და აიძულებდნენ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას.