კანადის პრემიერ-მინისტრმა ქართულ დელეგაციასა და ნოდარ კუმარიტაშვილის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, სახელმწიფო მეთურებისა და მთავრობათა მეთაურების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებაზე ისაუბრა.
"ყველა კანადელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი სპორტსმენის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. მისი სპორტული სულისკვეთება და ოსტატობისადმი სწრაფვა ოლიმპიადის მიმდინარეობის განმავლობაში ემახსოვრება ყველას და მას ყველა მიაგებს პატივს. ყველა კანადელის სახელით ვუთანაგრძნობთ ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრებს და ოლიმპიადის ქართულ ნაკრებს", - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, სტივენ ჰარპერმა.