საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიადაზე, ქართველი სპორტსმენის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. განცხადება სამინისტროს ვებ-გდვერდზეა განთავსებული.
მასში ნათქვამია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ვანკუვერში, ზამთრის 21-ე ოლიმპიური თამაშების ოფიციალურად გახსნამდე რამოდენიმე საათით ადრე, მოსამზადებელი შეჯიბრის დროს, ქართველი ოლიმპიელის ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ აღნიშნული უკიდურესად ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გადაწყვეტილება, გააგრძელოს მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში, ცხადყოფს ქართული გუნდის გულწრფელ სურვილს პატივი მიაგოს დაღუპული თანაგუნდელის ხსოვნას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო უერთდება ქართველი ოლიმპიელის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრების მწუხარებას.