თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვა და თვითმმართველობის შენობასთან პიკეტირების მოხსნა სცადეს.
შემთხვევის შედეგად დაზიანებულია შენობის გარე ფასადი, ჩამსხვრეულია მინები და სხეულის მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული რამდენიმე ადამიანს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან თვენახევრის წინ შეწყვეტილი გამოსვლები დღეს დილით განახლდა. "ქართული ოცნების" აქტრივისტები გამგებლად და საკრებულოს თავმჯდომარედ საკუთარი კანოდიდატურის დანიშვნას მოითხოვენ.