შსს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"2012 წლის 11 იანვარს, საქართველოში ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნისა და წითელი ცირკულარის გამოცხადებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო დოკუმენტი გადაუგზავნა. დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, ინტერპოლის გენერალური სამდივნო ზურაბ ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს და მის მიმართ წითელი ცირკულარის გამოცემა ინტერპოლის წევრ 190 ქვეყანაში, კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება'', - აღნიშნულია განცხადებაში.