ხვალ, 12 იანვარს, გასათავისუფლებელი პოლიტპატიმრების სია გამოქვეყნდება. ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
სუბარის თქმით, პოლიტპატიმრები ციხეებს 13 იანვარს, დილის ათი საათიდან დატოვებენ. რაც შეეხება დანარჩენ პატიმრებს, სოზარ სუბარის განმარტებით, მათი საქმეები სასამართლოს გადაეგზავნება და ისინი ციხეებს პერიოდულად, ორი თვის განმავლობაში დატოვებენ.
საუბარია სულ 17 ათასამდე პატიმრის საქმეზე.