ბელარუსში საქართველოს მოქალაქეს ბანკზე თავდასხმისთვის 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მინსკის პროკურორის მთავარი თანაშემწის სერგეი ბალაშევის ინფორმაციით, დანით შეიარაღებული ბოროტმოქმედი, გასული წლის ოქტომბერში "ბელარუსბანკის" ფილიალს მინსკის ცენტრში დაესხა თავს. მან 30 მილიონზე მეტი ბელარუსული რუბლი (დაახლოებით 3, 5 ათასი აშშ დილარი) გაიტაცა და მიიმალა. ბოროტმოქმედი იმავე დღეს დააკავეს.
"მინსკის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ მოქალაქეს 7,5 წლითა თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდითადა და ქონების კონფისკაციით",_ განაცხადა ბალაშევმა. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქე 39 წლისაა.