შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილ მაღალჩინოსანს ოლეგ მელნიკოვს უკრაინის სასამართლომ თორმეტთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მისი ექსტრადირების საკითხი ჯერ ისევ არ არის გადაწყვეტილი.
ყოფილი მაღალჩინოსნის საქართველოში ექსტრადირებისთვის ქართული მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უკრაინელმა სამართალდამცველებმა არასაკმარისად ჩათვალეს.
მელნიკოვის ადვოკატის განმარტებით, მელნიკოვის დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ მელნიკოვი 2012 წლის 5 დეკემბრიდან იძებნებოდა და იგი სამართალდამცავებმა 8 დეკემბერს უკრაინაში დააკავეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება ბრალი და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.