საქართველოს პროკურატურამ უკვე გადაუგზავნა შს სამინისტროს თბილისის ინტერპოლის ბიუროს საქმის მასალები, რომლის თანახმად საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრზე ზურაბ ადეიშვილზე ძებნა გამოცხადდება. მასალები დღესვე ინტერპოლის გენერალურ სამდივნოში, საფრანგეთის ქალაქ ლიონში გადაიგზავნება.
საერთაშორისო კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი დეპარტამენტი დეტალურად შეისწავლის საქმის მასალებს, რომლის შემდეგაც ადეიშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდება. ძურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 4 მუხლითაა აღძრული. M
მას ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, პატიმართა დამამცირებელი მოპყრობის ორგანიზება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიცირების ორგანიზება და დანაშაულის პროვოცირება.