დღეს, 11 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე ხელმოწერის ვადა ეწურება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ პროცედურას დავით უსუფაშვილი განახორციელებს.
როგორც კი ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ძალაში შევა მეორე დღეს დილის 10:00 საათზე დაიწყება პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანებს გათავისუფლება.
"ეს პროცედურა მაქსიმუმ ერთი საათის განმავლობაში გასტანს. რაც შეეხება სხვა კატეგორიის პატიმრებს პარლამენტმა სასჯელაღსრულების სამინისტროს ორკვირიანი ვადაა მისცა, რომ საქმეები სასამართლოში გადავაგზავნოთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ პრაქტიკულად პირველივე დღეს საქმეების გადაგზავნა სასამართლოში დავიწყოთ და დარწმუნებულები ვართ, სასამართლო ჩაეტევა ორთვიან ვადაში, რაც მიცემული აქვს პატიმრების გათავისუფლებისთვის", - განაცხადა სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.