შსს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობვთ უცვლელად:
"ვანის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან მიგინეიშვილსა და მოქალაქე ალეკო ქავთარაძეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცნობა იმავე დღეს, 2012 წლის 8 დეკემბერს მიიღო. ამ დროისათვის ლევან მიგინეიშვილს საკუთარი პატაკის საფუძველზე დატოვებული ჰქონდა თანამდებობა. 9 დეკემბერს სამტრედიის რაიონულ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება. მოქალაქე ალეკო ქავთარაძე ლევან მიგინეიშვილთან და პოლიციელებთან მომხდარ ინციდენტს საერთოდ ურყოფს".