ვანის რაიონში სოფელ ისრითში პავლე მჟავანაძემ შვილი მოკლა და შემდეგ თავი ჩამოიხრჩო. როგორც გარდაცვლილების ერთ-ერთი ახლობელი ამბობს, მამა-შვილს ცუდი სიმთვრალე ჰქონდათ და კონფლიქტიც აღნიშნულის ნიადაგზე წარმოიშვა.
მეზობლების თქმით, გარდაცვლილი მამა ჩამომხრჩვალი სამართალდამცავებმა იპოვეს, რომლებიც მივიდნენ იმისათვის, რომ შვილის მკვლელობისათვის მამა დაეპატიმრებინათ. შვილი საავადმფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პავლე მჟავანაძე 80 წლის, მისი შვილი კი 41 წლის იყო. როგორც მეზობლები აცხადებენ, მამა-შვილს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და მათ შორის კონფლიქტი ხშირად ხდებოდა.