ბაჩო ახალაია თანახმაა, მის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ იმსჯელოს - ამის შესახებ განცხადება "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ახალაიას ადვოკატმა დავით დეკანოიძემ გააკეთა.
"ჩვენ თანახმა ვართ, რომ ახალაიას საქმე განიხილოს ნაფიცმა მსაჯულებმა, რადგანაც ეს არის პროცესი, რომელიც გაცილებით საჯაროა. ამიტომაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის, მისი საქმე იყოს განხილული", - აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, ახალაიას საქმეში მოწმეთა ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებები არ არის.