21-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი სავრჯიშოOდაშვების დროს დაიღუპა. ამის შესახებ "ევროსპორტი" იუწყება. გამოცემაში ნათქვამია, რომ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი, 21 წლის მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი უისტლერის ტრასაზე 150კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგით, ტრასიის ბორტს შეეჯახა. სამწუხაროდ სპორტსმენის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"ჩვენ ყველანი შოკში ვართ მომხდაროს გამო, არ ვიცით როგორ მოვიქცეთ და საერთოდ როგორ შევძლოთ ოლიმპიადაზე გამოსვლის გაგრძელება"- განუცხადა "როიტერს" საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჯაფარიძემ.
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრის ნიკა რურუას განცხადებით, უმჯობესი იქნება თუ ქართველი ოლიმპიელები ვანკუვერში დარჩებიან და მათი დაღუპული მეგობრის ხსოვნის უკვდავსაყოფად წარმატებისთვის იბრძოლებენ.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე კანადისა და ოლიმპიური კომიტეტის დროშა ერთი წუთით დაბლა დაეშვა და ქართველი ათლეტის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიეგო პატივი.