ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების დამზადება, გამოყენება, მითვისების ფაქტებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმსართველოს თამამშრომლებმა დააკავეს შპს „გზატკეცილი +"-ის ყოფილი დირექტორი ავთანდილ გუჯაბიძე.
გამოძიებით დადგინდა, რომ ა. გუჯაბიძე ავტომანქანების შესაძენად მესაკუთრეებს უთანხმდებოდა ფასზე და ხელშეკრულების პირობებზე, თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულებაში უთითებდა გაცილებით მეტი ოდენობის თანხას, ვიდრე რეალურად გადასცემდა მესაკუთრეებს. ბრალდებულმა აღნიშნული ქმედებით მიითვისა შპს „გზატკეცილი + " ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე, ასევე, 210 - ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ,საერთო ჯამში 4 დან 11 წლამდე ვადით.