უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და მეთაურობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის საფუძველზე ასევე 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად ბრალდებული, მისი ბიძაშვილი იოსებ გიგუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიგუაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, მასთან მიმართებაში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განხილვა მიმდინარეობს და ის ჯერ პატიმრობაში რჩება.
დღეს სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს "ჯეოსელის" საქმეზე ბრალი მოუხსნა.