ამ დილით პარიზში მდებარე ქურთული სათვისტომოს საინფორმაცო ცენტრთან სამი ქალი გვამი აღმოაჩინეს. სამივე ქალი ქურთული წარმოშობისაა.
პოლიციის ინფორმაციით, სამივეს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. "როიტერის" ინფორმაციით, ერთ ერთი ქალი ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრი იყო. ეს რეაქციული ორგაბიზაციაა, რომელიც თურქეთში ქურთი უმცირესობების უფლებებისათვის იბრძვის.
დანაშაულის მოტივი ჯერ ჯერობით უცნობია.
საფრანგეთის შს მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ ამ დანაშაულის გამოსაძიებლად მრავალმხრივი გამოძიება ჩატარდება.
"ამგვარ მკვლელობებს არ მოვითბენთ, იმედი მაქვს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება წინ მალე წაიწევს",_ განაცხადა მინისტრმა.
ქურთული ასოციაციების ფედერაცია ამ მკვლელობს გამო პარიზში დემონსტრაციის ჩასატარებლად ემზადება.
ქურტისტანის მუშათა პარტია - უკიდურესად მემარცხენე სეპარატისტული დაჯგუფებაა. 1984 წლიდან იგი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მაცხოვრებელი ქურთების ავტონომიისათვის იბრძვის.
ამ დროის განმვალობაში ამ ბრძოლის გამო უკვე დაღუპულია 40 ათასი ადამიანი.