უსურიისკის სამკურნალო-გამასწორებელ დაწესებულებაში ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან ქობულაძე იგივე "ასლან ბატუმსკი" გადაიყვანეს.
ქობულაძე სასჯელს ნარკოტიკების შენახვისათვის ისეთ კოლონიაში იხდის სადაც მოთავსებულნი არიან ალკოჰოლზმით, ნარკომანიით დაავადებულები და ასევე პატიმრები, რომლებიც ფსიქიკური აშლილობით არიან დაავადებულნი.
ასლან ქობულაძის უსურიისკის კოლონიაში მოთავსებამ პრიმორიეს კრიმინალური სამყაროს შეშფოთება გამოწვია. კოლონიაში მის სახელზე მასობრივად დაიწყო შესვლა ე.წ. პერედაჩებმა. ამჟამად ქობულაძე კარანტინშია, სადაც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იქნება მოთავსებული. ამასთან ერთად, პატიმრები, რომლებსაც ისეთი ავტორიტეტი აქვთ, როგორიც ქობულაძეს კოლონიის დანარჩენი კოლექტივისაგან იზოლირებულნი არიან, იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული პატიმრების მხრიდან მართლაწინააღმდეგო ქმედებები.
აღსანიშნავია ასევე ის, რომ დამნაშავეები ასეთი კრიმინალური წოდებებით პრიმორიესციხეებში ხშირად როდი ხვდებიან. არაოფიციალური მონაცემებით, 2012 წლის განმავლობაში ასეთ კოლონიებში გარდა ქობულაძისა კიდევ მხოლოდ ორი "კანონიერი ქურდი" იყო მოთავსებული. ამას გარდა, ცნობილია ასევე ისიც, რომ უკვე დამკვიდრებული პრაქტიკით ამგვარი "დონის" კანონიერ ქურდებს დიდი ხანი ერთსა და იმავე კოლონიაში არ აჩერებენ ზონაზე წესრიგის დაცვის გამო.
კრიმინალური სამყაროს კანონების მიხედვით, ისეთი რეგალიების მქონე დამნაშავეები, როგორიც ქობულაძე არიან თავად არია აღჭურვილნი უფლებით სხვა კრიმინალები ე.წ. კანონოიერ ქურდობაზე წარადგინონ და "აკურთხონ" კიდეც.
ქუბულაძე 2011 წლის აპრილში განსაკუთრებით დიდი ოდენბობის ნარკოტიკური საშუალებების შენახვისათვის გაასამართლეს და მას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 6 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.