სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი ფონდის ფარგლებში, უახლოეს ერთ წელიწადში 60 ახალი საწარმო გაიხსნება. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, აჭარასა და გურიაში ციტრუსის გადამამუშავებელი, სამაცივრე და სასაწყობე საწარმოების გახსნაა დაგეგმილი.
როგორც ცნობილია, წელს ქვეყანაში ციტრუსის რეალიზაციაზე სერიოზული პრობლემები შეიქმნა, რაც მოსავლის ხარისხთან ერთად, უხარისხო სასუქებსა და ზოგადად გადამამუშავებელი საწარმოების არ ქონასაც უკავშირდება.