სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი გურიაში, სოფელ ლაითურში მშენებარე ციხის პროექტის გადაკეთებას გეგმავს. როგორც ჟურნალისტებთან სოზარ სუბარმა განმარტა ციხის მშენებლობა რომელიც ამჟამინდელი პროექტის მიხედვით 4 300 პატიმარზეა გათვლილი მიზანშეწონილი არ არის და ახალი პროექტის მიხედვით ციხე მინიმუმ 1500 პატიმარზე იქნება გათვალისწინებული.
"მიგვაჩნია, რომ ამ მასშტაბით ციხეების მშენებლობა მიზანშეწონილი არ არის, მითუმეტეს ასეთ მიუდგომელ ადგილას, თუმცა მშენებლობა დაწყებულია, გარკვეული თანხა დახარჯულია ამიტომ მშენებლობის შეჩერებას არ ვაპირებთ, უბრალოდ პროექტი უნდა გადავაკეთოთ", _ განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ლაითურში მშენებარე ციხე იქნება დახურული მკაცრი რეჟიმის საპყრობილე, სადაც ის მსჯავრდებულები განთავსდებიან რომელებსაც განსაკუთრებულად მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.