საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნა ცხადდება. შესაბამის დადგენილებას მთავარი პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს გადაუგზავნის და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.
პარალელურად, დღესვე გახდება ცნობილი ადეიშვილის საქმეზე საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც - ადვოკატი საქალაქო სასამართლოს სანქციის გაუქმებას მოითხოვს, რომლითაც ადეიშვილს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და მისი დიპლომატიური და მოქალაქის სულ 4 პასპორტის მოქმედებაც შეწყდა.
ადეიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით აქვს წაყენებული. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და პატიმართა დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება.