ამნისტიის კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, პოლიტდევნილებთან დაკავშირებით, პროკურატურა მიმართავს სასამართლოებს შუამდგომლობით, აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების შესახებ, - განაცხადა ჟურნალიტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ამნისტიის კანონპროექტის ძალაში შესვლის კომენტირებისას.
,,მინდა შევეხო 25 პოლიტდევნილ პატიმარს, რომელსაც ამნისტიის კანონპროექტი ეხება. აქ უკვე მთავრი პროკურატურა ჩაერთვება. 14 იანვრიდან პროკურატურა მიმართავს სასამართლოებს შუამდგომლობით, აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების, ისე სხვა ტიპის ზომების მიღების მოთხოვნით. რაც შეეხება სხვა პატიმრებს, პროკურატურა ფეხს აუწყობს მთავრობის რიტმს და ორკვირიან ვადაში მოხდება ყველა იმ შუამდგომლობის ფორმირება, რაც საჭიროა დანარჩენი პატიმრების გათავისუფლების დასაწყებად. ეს იქნება სწრაფი პროცესი - პირველ რიგში ციხეებს დატოვებენ პოლიტპატიმრები, რამდენიმე დღეში პოლიტიკური ნიშნით დევნილები, შემდეგ კი უკვე დანარჩენი კატეგორიის მსჯავრდებულები", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
შეგახენებთ, რომ ამნისტიის კანონპროექტი ძალში 12 იანვრიდან უნდა შევიდეს, მას შემდეგ რაც კანონპროექტზე ხელს პრეზიდენტი ან პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.