დღეს,13 თებერვალას, 15:00 საათზე, საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის მხარდასაჭერად ქართული მედიის წარმომადგენლები შეიკრიბებიან.
კავშირის "ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისთვის" ორგანიზებით, საელჩოს მეშვეობით "შვეიცარიის ხელისუფლებას გაეგზავნება თხოვნა, რომ საქართველოდან პოლიტიკური ზეწოლის შედეგად დევნილ ჟურნალისტს თანადგომა გაუწიოს".
"ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისთვის" შვეიცარიის საელჩოსთან მისვლისკენ ჟურნალისტებს და ქართულ საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კავშირის ერთ-ერთი დამფუძვნებელი ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორი მამუკა ღლონტია.