სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს დროშით მცურავი სეინერი "CAN KARDESHLER BALIKCILIK"-ი დააკავეს.
აღნიშნული სეინერის კაპიტნის, თურქეთის მოქალაქე MAHMUT ERTUGRAL-ის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით.
აღნიშნული გემის კაპიტანს, II სამმართველოს (დასავლეთი) უფროსის დადგენილებით დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ იქნა უზრუნველყოფილი. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.